კრიშტიანუ რონალდუ მანქანაში ამღერდა (ვიდეო)

ვარსკვლავმა ფეხბურთელმა თავის გამომწერებს აჩვენა, თუ როგორ ატარებს დროს ოჯახთან ერთად გზაში ყოფნისას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საჭესთან ჯდომის დროს მღერის. ვარსკვლავმა ფეხბურთელმა ჯგუფ The Korgis-ის სიმღერა Everybody’s Got To Learn Sometime შეასრულა. ვიდეოში მისი მეგობარი ქალი, ჯორჯიანა როდრიგესი და მათი შვილი -კრიშტიანუ უმცროსიც მღერიან. ვიდეო მალევე გახდა პოპულარული სოციალურ ქსელში და უამრავი „მოწონება“ მოაგროვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები