კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ლას-ვეგასის პოლიციამ ამერიკელი მოდელის კეტრინ მაიორგას განცხადების საფუძველზე გამოძიება განაახლა. მოდელი აცხადებდა, რომ 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუმ ის გააუპატიურა. ინფორმაციას გამოძიების განახლების შესახებ გამოცემა The Sun ავრცელებს.
„საქმე განახლებულია და ჩვენი დეტექტივები იკვლევენ ინფორმაციას, რომელიც მსხვერპლის მიერ არის წარმოდგენილი“, – აცხადებენ პოლიციაში.
პორტუგალიის ნაკრების და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი რონალდუ უარყოფს ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას და აცხადებს, რომ სქესობრივი ურთიერთობა ორივე მხრიდან თანხმობის საფუძველზე შედგა. ასევე, რონალდუ აცხადებს, რომ ბრალდებები მისი მისამართით, პოპულარული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
პირველად იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა, გერმანულმა ჟურნალმა Spiegel-მა დაწერა. რომლის ცნობითაც, მოდელმა გაჩუმების სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი აიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები