კრისტიან ბეილიმ დონალდ ტრამპს ჯამბაზი უწოდა

ცნობილმა მსახიობმა კრისტიან ბეილიმ გამოცემა “Belfast Telegraph”-თან ინტერვიუში აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯამბაზი უწოდა.

„ჯამბაზებს დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს არ მოხდება“, – განაცხადა ბეილიმ. ასევე, მან ტრამპი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინს შეადარა, რომელიც მისი თქმით, უფრო ჩუმი და ბევრად უფრო გამორჩეული იყო, ვიდრე ახლანდელი პრეზიდენტი. მსახიობი ასევე თვლის, რომ ტრამპი ცუდად ერკვევა მთავრობის მუშაობის პრინციპებში და აქვს უზარმაზარი ეგო.

კომენტარები

სხვა სიახლეები