“კონტროლიორის სამსახური ისაა, რომ უბილეთო მგზავრები დააჯარიმოს, მისი წარმოჩენა ურჩხულად და რაც მთავარია, მისი საყოველთაო ჩაქოლვა, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია” – დვალიშვილი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი, სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორების შესახებ წერს:
“2 დღეა გაუჩერებლად ტრიალებს საზ-ტრანსპორტის კონტროლიორი ქალბატონის ფოტო და მიდის გინება, ფურთხება, ისეთი სიტყვებით შემკობა, წარმოუდგენელია… მიზეზი ისაა, რომ სხვა ქალბატონმა დაწერა, უბილეთობის გამო, როგორც ჩამოუშვეს ტრანსპორტიდან ბავშვთან ერთად…
კონტროლიორის გინება მიდის ისე, რომ არავის უკითხავს, იქნებ ამეტებს ბრალმდებელი ქალბატონი, იქნებ სულაც არ არის ისე, როგორც ის ამბობს… იქნებ კონტროლიორსაც ჰყავს შვილი, შვილიშვილი, რომლებიც ნახავენ ამ ორდღიან ისტერიკას და გული გაუსკდეს ადამიანს…
საზ-ტრანსპორტით დავდივარ ყოველდღე. ასვლისთანავე პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ბარათს ვადებ აღმრიცხველს… ასე რთულია? ვერ გავიგე მართლა… რატომაა აჩემება, რომ ჩამოსვლისას უნდა ავიღოთ ბილეთი და არა ასვლისას…? ვფიქრობ აქ არის ფარული სურვილი იმისა, რომ როგორმე უფასოდ იმგზავრონ… ჩვენთვის ახალია ეს დისციპლინა და კულტურა… მიჩვეულები ვართ, რომ ტრანსპორტში თანხა არ უნდა გადავიხადოთ…. ასე, არაფერი გამოვა…
ტრანსპორტი ცუდად დადის? კი, ნამდვილად…. ხშირად იგვიანებს და როცა მოდის, გადაჭედილია? კი, ნამდვილად ასეა და ბევრი კიდევ სხვა პრობლემაა, მაგრამ არ გადავიხადოთ მგზავრობის ფული არასოდეს? ასე მართლა არაფერი გამოსწორდება…
რამდენიმე თვის წინ ჩემი შვილი იმიტომ დააჯარიმეს ავტობუსში, რომ სქულ ქარდი არ დაადო აღმირცხველს. სკოლის მოსწავლისთვის ისედაც უფასოა მგზავრობა და დაეზარა ტყუილად ბარათის მიდება. რომ მომიყვა, თავიდან მეც გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ გადახდას აჩვევენ ადამიანებს და სწორია…
მოკლედ, იმ ქალბატონის საქმე, სამსახური ისაა, რომ უბილეთო მგზავრები დააჯარიმოს, გამოავლინოს… მისი წარმოჩენა ურჩხულად და რაც მთავარია, მისი საყოველთაო ჩაქოლვა, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია…” – წერს ავთო დვალიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები