„კომედი შოუს“ მსახიობს მანქანა დაეჯახა – მისი მდგომარეობა მძიმეა

„კომედი შოუს“ მსახიობს, გიორგი გოცირიძეს გუშინ, გვიან ღამით, ბელიაშვილის ქუჩაზე, ფეხით გადაადგილების დროს მანქანა დაეჯახა. გიორგი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წევს.
„კვირა+“-ს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ გიორგის კიდევ უნდა ჩაუტარდეს ერთი ოპერაცია.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოყვანილია პაციენტი შოკურ მდგომარეობაში. მას გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს დახურული დაზიანებები ჰქონდა, რაზეც ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე წვივის ძვლების მოტეხილიბები აქვს. ოპერაცია ამ დღეებში ჩაუტარდება“, – განაცხადეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები

სხვა სიახლეები