“კომედი შოუს” მსახიობს დახმარება სჭირდება

გასულ ზაფხულს, “კომედი შოუს” მსახიობს გიოგი გოცირიძეს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და მძიმე მდგომარეობაშია. მას ძვლის გადანერგვა ესაჭიროება. იმისთვის, რომ სიარული შეძლოს, ოპერაცია თურქეთში უნდა ჩაუტარდეს. ამასთან დაკავშირებით გიორგის და ანი გოცირიძე საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს:
“მეგობრებო ძალიან გვჭირდება კიდევ ერთხელ თქვენი დახმარება და გვერდში დგომა და მაპატიეთ ყველამ ამისათვის სხვა გზა აღარ გვაქვს…გიოს ჭირდება ყველას დახმარება რომ შეძლოს ფეხზე დადგომა… სასწრაფოდ ძვლის გადანერგვაა საჭირო ფეხებზე რის გარეშეც გიო ვერ შეძლებს სიარულს…დავდგეთ გთხოვთ ყველა ერთად ისევ და ვიცი შევძლებთ ყველანაირი თანხის შეგროვებას რომ ჩვენი გოცაცო ფეხზე დავაყენოთ
ანგარიშის ნომერია: GE12BG0000000139408800 საქართველოს ბანკი.”

კომენტარები

სხვა სიახლეები