“კოვიდ ვირუსი ქრისტეს მეორედ მოსვლას გავს” – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ, იქნებ, კოვიდი მეორედ მოსვლის რეპეტიციაა.

ყველა საუბრობს ორივეზე, მაგრამ გულის გულში ცოტას თუ სჯერა…
ჩვენ გარშემო ნამდვილი ადამიანები ნამდვილად იხოცებიან, მაინც ზერელედ და სკეპტიკურად ვუყურებთ… ასეა რწმენაც… კი ვიცით, რაც სახარებაში წერია, რაზეც წმინდა მამები მუდამ გვაფრთხილებენ. ჩვენც დაზეპირებულ სიტყვებს ვიმეორებთ, მაგრამ მაინც განცხრომასა და ერთმანეთის ჭამაში ვცხოვრობთ.
არც კოვიდია ილუზია და არც – სამყაროს აღსასრული… ყველაფერი მაინც იქეთკენ მიდის… ამ ყველაფრის შეცვლა არც ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული და არც – ურწმუნოებაზე… ეს შეუქცევადი პროცესია…
არც დროშია გაწელილი… ტყუილად ვამბობთ, დღეს შევცოდავ, ხვალ მოვინანიებო… არავინ იცის, დადგება თუ არა ,,ხვალ”…
იქნებ, კოვიდი მეორედ მოსვლის რეპეტიციაა… რა მნიშვნელობა აქვს, რა მომკლავს, თუ საკუთარ ცხოვრებაზე მოუმზადებლად მომიწევს პასუხის გაცემა…
სიკვდილი სწორედ ის არის, როცა მზად არ ხარ უფალთან შესახვედრად, თორემ გარდაცვალება ნეტარებაა!..
უფალი იყოს ჩვენი და ყველა მონანული ადამიანის მფარველი!..

კომენტარები

სხვა სიახლეები