კლაუდია რომანი მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მსაჯი გახდა (ფოტო)

გაიცანით – ეს მოდელი კლაუდია რომანია. მის კარიერაში საინტერესო სიახლე მოხდა -კლაუდიამ არც მეტი, არც ნაკლები, პროფესიონალი საფეხბურთო მსაჯის ლიცენზია მიიღო და ამიერიდან იტალიის „ა“ სერიის ოფიციალურ მატჩებს მოემსახურება.
„ამ ბიჭების გარემოცვაში მოედანზე სირბილი და მათთვის შენიშვნების მიცემა – ეს არის შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“, – ამბობს 36 წლის კლაუდია.
ის იტალიაში დაიბადა, მაგრამ დანიაში, ინგლისსა და ამერიკაშიც ცხოვრობდა. ის ისეთ გამოცემებთან მუშაობდა, როგორებიცაა FHM, GQ, Maxim, Cosmopolitan და Playboy.
კლაუდია არაერთხელ აღიარეს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად. სანამ ცხოვრებას ფეხბურთის სამყაროს დაუკავშირებდა, მან იტალიის ველორბოლების და იტალიის რაგბის ნაკრებების „სახედაც“ იმუშავა.
როგორც გაირკვა, მომხიბლველი და სექსუალური მსაჯი „მილანს“ გულშემატკივრობს, თუმცა მისცემენ თუ არა მას უფლებას, რომ სწორედ ამ გუნდის თამაშზე იმსაჯოს, ეს, რა თქმა უნდა , ჯერ უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები