კლასელის ემოციური წერილი – “ვინატრებდი ნანიკოს ცოცხლად პოვნას”

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის კლასელმა, 8 წლის თეკლე ტრამაკიძემ ფსიქოლოგისთვის წერილი დაწერა, სათაურით “ნანიკოს დაკარგვა”.
“როცა სკოლაში მივედი ნანიკო იქ დამხვდა და გაკვეთილიც დაიწყო, ის ბრძენივით მსჯელობდა. გაკვეთილების შემდეგ ყველა წამოვედით სკოლიდან, იმის მოლოდინში რომ ცეკვაზე კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ნანიკო არ მოვიდა. თავის დედიკო ჩვენთან მოვიდა, თურმე ყველა კლასელთან ეძებდა და ვერსად პოულობდა ნანიკოს. დედა ძალიან აცრემლებული და შეშინებული მეჩვენა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ნანიკო. ნანიკოს პოვნაში კლასელები და პოლიციელები ჩაერთვნენ. ჩემი დედიკო დამპირდა რომ ნანიკოს იპოვიდა და ამ იმედით დავიძინე. მე რომ ნატვირისთვალი მქონდეს ვინატრებდი ნანიკოს ცოცხლად პოვნას და არცერთი ბავშვის დაკარგვას მსოფლიოში, იმიტომ რომ არასოდეს დამავიწყდება ნანიკოს დედის ცრემლიანი თვალები. მენატრები და მიყვარხარ ნანიკო”,- წერს 8 წლის თეკლე.
აღნიშნული წერილი სოციალურ ქსელში თეკლეს მშობელმა გამოაქვეყნა: “თეკლა, რომელსაც ვერ ვეუბნები ამ ტრაგედიის შესახებ, ნანიკოს პოვნის იმედის აქვს. წერილი დაწერა ფსიქოლოგისთვის, რომელმაც დაავალა – ნატვრისთვალი რომ ჰქონდეს რას ინატრებდა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები