კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 აპრილი

დასაწყისშივე ვიტყვი – დამდეგი კვირა საკმაოდ დინამიური და მოვლენების მხრივ ერთობ დატვირთული იქნება. ამ ყველაფრის ხელშემწყობი კი დიდი პროცენტულობით არის, პლანეტა მარსის გადასვლა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. რის ხარჯზეც უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ადამაინებში მოიმატებს სურვილი მყისიერად იმოქმედონ საკუთარი სურვილების ასასურლებლად, ასევე მომატებულია კონფლიქტურობის და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ სიჩქარე და ყურადღებით იყოთ საჭესთან. მით უმეტეს რომ დამდეგი კვირა ახალმთვარეობასაც ემთხვევა. რაც მარსის ამ პოზიციასთან ერთად ერთი ორად გაზრდის საგზაო შემთხვევების ალბათობას.

მარსი ტყუპებში ააქტიურებს სიტყვიერი და ვერბალური ომის ალბათობას, ამიტომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე არაერთი ხმაურიანი სკნადალის მოწმე გავხდებით. შესაძლებელია აქტიური იყოს პოლიტიკური დაპირისპირებებიც (შანტაჟი, ულტიმატუმები, ურთიერთბრალდებები). განსაკუთრებით კარგია ეს პერიოდი მედიის წარმომადგენლებისთვის. ასევე მათთვის ვისი პროფესიაც ბეჭდვით ინდუსტრიას, გამომცემლობას, სწავლებას, “ქოუჩინგს” უკავშირდება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ მარსის ტრანზიტის დროს ტყუპებში ძალიან მარტივია კონფლიქტების ფაქტობრივად ცარიელ ნიადაგზე წამოწყება. მიმდინარე კვირის დასაწყისში კი მერკური-სატურნის ასპექტის გამო იზრდება უფროსობასთან, ზემგდომებთან კონფლიქტების ალბათობა.

26 აპრილს როგორც თავში ავღნიშნე, ახალმთვარეობას ველით კუროს ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის ნეგატივისგან შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ისეთ სფეროებში რომელიც კვების რეჟიმს, ფინანსურ ვალდებულებებს და გარეგნობაში კორექციის თემას უკავშირდება. ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში საშუალებას მოგცემთ, უარი თქვათ ისეთ მავნე ჩვევაზე როგორიც არის შოპოჰოლიზმი და უთავბოლო ფულის ხარჯვა არაფრის მომცემ საყიდლებში. ასევე შეგიძლიათ საბოლოოდ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან ან საბინაო საკითხებთან დაკავშირებული თემატიკა.

კვირის მიწურულს ვენერა აგრესიული და ბუტნის მოყვარული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში დაბრუნდება რეტრო ფაზის უკანგზაზე, რაც იმას ნიშნავს რომ პირად ურთიერთობებში დრამატულობა და კონფლიქტურობის კოეფიციენტი მოიმატებს. გააქტიურდება ასევე, ექსტრემალურ სიტუაციაში დაწყებული რომანების ალბათობა.

კვირის ბოლოს აქტიურდება მოულოდნელი ინფორმაციის მიღების და დგეგმილი ქმედებების თავდაყირა დაყენების ალბათობა. მერკურისა და ურანის შეერთების გამო არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ დაუგეგმავი მოგზაურობა. შესაძლებელია ასევე რომ გრანდიოზული იდეები დაგებადოთ სპონტანურად, რომლის განხორციელებაც მყისიერად აჯობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სამომავლოდ გადადების პერსპექტივა სამუდამოდ დააკონსერვებს ამ აღმოჩენას.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები