კვერცხმა “ინსტაგრამზე” კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა

სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” კვერცხის ფოტომ მსოფლიო რეკორდი მოხსნა და წინა რეკორდსმენ კაილი ჯენერს გადაუსწრო. 10 დღეზე ნაკლებ დროში კვერცხმა 23 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

“მოდით, მოვხსნათ მსოფლიო რეკორდი და ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მოწონება დავაგროვოთ”, – წერია პოსტში.

​წინა რეკორდით ყველაზე მეტი მოწონება (18 მილიონი) კაილი ჯენერის ახლადდაბადებული შვილის, შტორმის, ფოტოს ჰქონდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები