“კეიტი პერის, მონასტრის საცხოვრებლად გადაქცევა სურდა” – მონაზონი რომელიც მას უჩიოდა გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მომღერალ კეტი პერისთან, ლოს-ანჯელესში მონასტრის მიყიდვის გამო, სასამართლო დავას აწარმოებდა, პროცესის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ australianposts-ი წერს.
89 წლის კატრინ როუზ ჰოლზმენის ბოლო სიტყვები იყო: “კეტი პერი, გთხოვ, გაჩერდი.”
პოპ-ვარსკვლავმა 2015 წელს 14.5 მილიონ დოლარად შეიძინა მონასტერი და მისი საცხოვრებლად გადაქცევა სურდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ მონასტრის ყოფილი მკვიდრი გამოვიდა.
ცნობილია, რომ სასამართლო დავამდე მომღერალმა მონაზონს სთხოვა, რომ მისთვის არ ეჩივლა. მას რელიგიური ხასიათის სიმღერებიც კი უმღერა. თუმცა, ამაოდ.
2017 წლის დეკემბერში, მონასტრის გასხვისებისთვის, კალიფორნიის სასამართლომ კეტი პერისა და ლოს-ანჯელესის კათოლიკურ-ეპარქიას 10 მილიონიანი კომპენსაცია დააკისრა.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები