კატა პატრონს 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა

2007 წელს აშშ-ის შტატ კოლორადოში მცხოვრებ ჯენ ტომპსონს კატა, სახელად პილოტი, გაექცა. ის ხშირად ქუჩაში სასეირნოდ მიდიოდა და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, თუმცა იმ შემთხვევის შემდეგ აღარ დაბრუნდა.
მას მერე ის არავის უნახავს. 2017 წლის ბოლოს, კალიფორნიაში მომხდარი ძლიერი ხანძრების შემდეგ, ჯენის შეატყობინეს, რომ მისი კატა ნაპოვნია.
ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას, ჯენი ყვება, რომ პილოტის ნახვას ამდენი წლის შემდეგ არც კი ელოდა. მისი თქმით, კატის დაკარგვის პერიოდში, კალიფორნიაში ცხოვრობდა, მას მერე კი კიდევ ორი ფისო აიყვანა. პილოტი კალიფორნიის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს და ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ჩიპი ჰქონდა ჩადგმული, ამიტომაც მისი მეპატრონის პოვნა გამარტივდა. ჯენი ტომსონის თქმით, ამდენი წლის გასვლის მიუხედავად, პილოტმა მისი ხმა იცნო.
ხანძრის გამო მას ბეწვი ჰქონდა დამწვარი, თათებიც დაეწვა, თუმცა მკურნალობის კურსის ჩატარების და ოპერაციების შემდეგ, თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები