„ვარსკვლავური ომების“ მასშტაბური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

მზიან ლოს-ანჯელესში ფუტურისტული და მრავალმილიონიანი პროექტის რეალიზება დაიწყო. სწორედ ამ ქალაქში გადაწყვიტა ჯორჯ ლუკასმა „ვარსკვლავური ომების“ მასშტაბური მუზეუმის აშენება. პროექტი 25 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ხოლო კიდევ 7 ათასი ჰექტარი მიმდებარე ტერიტორია ამ ცნობილი ფრანშიზის სტილში იქნება გაფორმებული.
„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელი ჯორჯ ლუკასი პირადად აფინანსებს მშენებლობასაც და მუზეუმის ფონდსაც, რაც დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. ხუთ სართულიან შენობაში ნახატების, ილუსტრაციების და გადასაღები მოედნიდან სხვადასხვა ნივთების თუ დეკორაციების უზარმაზარი კოლექცია განთავსდება. საგამოფენო დარბაზების გარდა, მუზეუმში იქნება ბიბლიოთეკა, თეატრალური და სასწავლო სივრცე, კაფე და სუვენირების მაღაზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები