კანდელაკმა ბოკუჩავას მიმართ ქმედებას ველურობა და ძალადობა უწოდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა შალვა პაპუაშვილის საქციელს ძალადობა და ველურობა უწოდა:
“კამსამოლა შალვა პაპუაშვილის საქციელი თინა ბოკუჩავას მიმართ არის არა მხოლოდ ველურობა, არამედ ქალის მიმართ ძალადობაც”-წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა “ენმ” -ს წევრი, თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავჯდომარესთან არ მიუშვა, ხელში აიყვანა და ძალის გამოყენებით ტრიბუნას გაარიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები