„კაზანტიპის“ დახურვის შესახებ მისმა ორგანიზატორმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა

 

ფესტივალ „კაზანტიპის“ ორგანიზატორი ნიკიტა მარშუნოკი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მან „კაზანტიპის“ ფესტივალის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მარშუნოკი წერს. რომ ფესტივალი წლიდან წლამდე სულ უფრო მავნე და საზოგადოებისთვის სახიფათო ხდება. „კაზანტიპზე წერენ, რომ ის არის მეძავების, მახინჯების, დიჯეების და სექსუალური აღვირახსნილობის მოყვარული ადამიანების თავყრილობა. ნუთუ საზოგადოების პოზიცია შეიძლება მცდარი იყოს? ეკლესია მასში ეშმაკის გზავნილს ხედავს, კამასუტრას სპეციალისტებიც კი კაზანტიპში უსაზღვრო აღვირახსნილობის საფრთხეს ხედავენ. ამიტომ მე გადავწყვიტე გადავარჩინო დედამიწა ამ საოცარი ბოროტებისგან. ეს დღეც დადგა. ეს კარდი დღე არის, რომ კაზანტიპი მ ო ვ კ ლ ა! ბუხ-ბუხ. მორჩა!“ – წერს მარშუნოკი.

მარშუნოკის „პოსტი“ ფეისბუკზე 1 აპრილს გამოქვეყნდა და ის სავარაუდოდ იუმორის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ხუმრობაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები