იძებნება ბებო, რომელმაც გლდანის სუპერმარკეტში საფულე დაკარგა (ფოტო, ვიდეო)

გლდანში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ხანშიშესულ ქალბატონს ეძებს, რომელმაც მის მაღაზიაში საფულე დაკარგა.
„პატივცემულო მეგობრებო. გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო. ამ ბებომ დაკარგა საფულე ჩემს მაღაზიაში 20 ოქტომბერს(მაღაზია მდებარეობს გლდანის ბაზართან). დღემდე ველოდებოდით იქნებ მოსულიყო და არ გამოჩნდა. დევს მხოლოდ თანხა და არანაირი საბუთი. არც თუ ისე ცოტა თანხაა და ბებო ინერვიულებდა. თუ ვინმეს გეცნობათ გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა“,- წერს სულხან წულაძე „ფეისბუქში“ და სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერსა და ფოტოებს ავრცელებს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=vd48-skxUms[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები