“იყავი ხალისიანი და გულისხმიერი” – მაკა ჩიჩუა შვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში შვილს დაბადების დღეს ულოცავს: “დღეს ჩემი პატარა – დიდი გოგოს დაბადების დღეა! 23 წლის წინ ქვეყანას მოევლინა საოცარი ცისფერთვალა, ჩემი პირველი შვილი!
მიყვარს, მახარებს და მადარდებს ყოველთვის მისი ყველა ნაბიჯი.
გილოცავ, მაშკუნ, დაბადების დღეს და ვულოცავ ყველას, ვისაც უხარია, რომ 1991 წლის 16 ოქტომბარს დაიბადა გოგო, რომელსაც უყვარს თავისი მეგობრები და ახლობლები, რომელიც ხარობს თავისი პატარა ძმით, ვინც ყოველთვის ფიქრობს, როგორ დაეხმაროს დ გაახაროს გასაჭირში მყოფი ადამიანები!
მიყვარხარ დედუკ ! ჩემო მშვენიერო გოგო ! იყავი ხალისიანი და გულისხმიერი “, – წერს ჩიჩუა ფეისბუქში.

კომენტარები

სხვა სიახლეები