იუნა შაფათავა: მე რომ მოვკვდე და მე რომ მიყვარდა, ის კაცები რომ ასე მშლიდნენ ნაკუწებად, მეორედ მოვკვდები

იუნა შაფათავა “ხელოვნური სუნთქვის” ოფიციალურ გვერდზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ აღფრთოვანებულია სერიალით. შაფათავამ საკუთარი აზრიც დააფიქსირა ბოლო სერიასთან დაკავშირებით.
“კინოც მომწონს, მსახიობებიც, ყველაფერიც აბსოლუტურად, მაგრამ მე რომ მოვკვდე და მე რომ მიყვარდა, ის კაცები რომ ასე მშლიდნენ ნაკუწებად, რომ მეორედ მოვკვდები. არ მინდა, ასე ხდებოდეს. კაცები ასე არ იქცევიან. გამახსენდა ენტონი ქუინი და კევინ კოსტნერის revenge. ისიც კაცია და ესენიც. ისე განვიცადე, გული მაქვს ცუდად. ის გოგო მეორედ მოკლეს,ასე გამოდის. ps მაგრები ხართ ძალიან. нет слов, იმდენად. ამ ბიჭს ოსკარით ხელში აუცილებლად ვნახავთ, ვიცი. თორნიკე გოგრიჭიანი” – წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები