იუნა შაფათავას და – სოფიკო ცხელ წერტილში იმყოფება: თქვენი დედა… ეროვნული ნაკრების ორი წევრია საომარ მდგომარეობაში

 

იუნა შაფათავას და, ჩოგბურთელი სოფიკო შაფათავა თურქეთში, ცხელი წერტილიდან მოსაზღვრე ქალაქ ბურსაში იმყოფება. სოფიკო შაფათავას ფინალური მატჩი უნდა ჰქონოდა, მაგრამ დაძაბული მდომარეობის გამო სპორტსმენებს სასტუმროდან გასვლაც კი ეკრძალებათ.

სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა სტატუსს აქვეყნებს, სადაც ყოფილი „ფლეიბოის“ სახე ამაყობს საკუთარი დით და შორიდან ამხნევებს სხვა ჩოგბურთელებსაც. „ჩემი ყველაზე მაგარი და მსოფლიოში თურქეთშია. სტამბოლის მოსაზღვრე ქალაქ ბურსაში საერთაშორისო შეჯიბრია, 50-ათასიანი. სოფიკო შაფათავას და ეკო გორგოძეს დღეს უნდა ჩაეტარებინათ ფინალური მატჩი წყვილთა თანრიგში, სოფიკოს კი – ასევე ნახევარფინალური, ერთეულთა თანრიგში. გუშინ საღამოს ეკოს უკვე ეძინა, სოფიკოს გაღვიძება არ მინდოდა, ეს საშინელება რომ დაიწყო. თვითონ მომწერა – ტანკებია ქუჩაში, ევაკუაციას გვიპირებენო, ეკო გავაღვიძე, უნდა ჩავბარგდეთ, პასპორტი და საბუთები მაქვს ხელში, დანარჩენს დავტოვებო, თუ რამეა. დავიღალეთ ომით. 2008-ში ომის დროს, უკრაინის შეჯიბრიდან რუსეთში შეჯიბრზე გადაფრენილს, საერთაშორისო შეჯიბრზე გოგოები სხვადასხვა ქვეყნიდან და თვითონ რუსებიც, გადააკვდნენ – არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. საფინალო მატჩზე ორჯერ დაუკრეს ჰიმნი, გასამხნევებლად. მაშინ ფინალში ითამაშა, წყვილი მოიგო, ერთეული წააგო. მეორედ, შარშან, საფრანგეთში, პარიზის ტერაქტის დროს, ფინალში ითამაშა დოვილში, ცარიელ პარიზში ცარიელ თვითმფრინავში ჩაჯდა და იაპონიაში გაფრინდა შემდეგ შეჯიბრზე. ახლა თითქოს აღარ ვნერვიულობ, მარტო არაა – მამაჩვენი გაიყოლა თან, ეკოსთან ერთად ამხნევებენ ერთმანეთს. შეჯიბრებაზე დარჩენილი ჩოგბურთელები: ქართველი სოფიკო და ეკო; სერბი სტოიანოვიჩი; უნგრელი გიორჩესკა; თურქი სოილუ; უზბეკი ამანმურადოვა და რუსეთში მცხოვრები ძალამიძე აცხადებენ, რომ მზად არიან, გავიდნენ კორტზე და ნახევარფინალური მატჩები ჩაატარონ ერთეულებში და ფინალური – წყვილებში. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კატეგორიულად აუკრძალა ჩოგბურთელებს გარეთ გასვლა და გააუქმა შეჯიბრება, ჩოგბურთელების უსაფრთხოების გარანტია 50%-ზე ნაკლებიაო. სთხოვეს, ხვალამდე მაინც სასტუმროდან არ გამოვიდნენ. სამწუხაროა, უძლიერესი რომ არ გამოვლინდა შეჯიბრებაზე – აი,რას განიცდიან პროფესიონალი ჩოგბურთელები, ძლიერი გოგოები! საინტერესოა,ჩვენი სტრუქტურის მიდგომა: ფრენები აღდგა, საფრთხე აღარ არის… თანადგომა სპოტსმენებს არავინ აღუთქვა, იმის შიშით, რომ რეალური დახმარება არ მოითხოვონ. საკონსულოში დავრეკე კონკრეტულად მხოლოდ ინსტრუქციისთვის – დახმარება არ გვჭირდება, თვითონ გავერკვევით, თქვენი პოზიცია და ინსტრუქცია გვინდა-მეთქი. არ არის საფრთხეო…. ესაა რეალობა. მე ვამაყობ ჩემი დით – რა ვქნათ, ომია მუდმივად მსოფლიოში. ვამაყობ ეკოთი – ერთმანეთის გვერდით, აძლიერებენ ერთმანეთს. ერთი ვერ გამიგია, რატომ გიკვირთ, რომ ვამბობ, თქვენი დედა… ეროვნული ნაკრების ორი წევრია საომარ მდგომარეობაში… ნეტავ, სპორტსისტემის ღიპოსანი რომ ყოფილიყო, ასევე ჩუმად იქნებოდით? წარმატებები გოგოებს. წარმატებები საქართველოს მათი ოქროს ხელებით და ვაჟკაცური ხასიათით. წარმატებები, ჩემო მაგრებო, ყველგან და ყოველთვის. ჩოგბურთელები ხვალინდელ განკარგულებას ელიან საერთაშორისო ფედერაციიდან. ის უფრთხილდება სპორტსმენებს. ჩვენ კი გოგოებს სახლში ველით, მშვიდობით“, – წერს იუნა შაფათავა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

 13705155_1049290465108092_1533568685_n

კომენტარები

სხვა სიახლეები