იტალიური საშობაო ნამცხვარი – პანფორტე

ინგრედიენტები: თხილი, ნუში და ნიგოზი – 300 გ. ლეღვის ჩირი – 300 გ. შაქარი -150 გ. ფქვილი – 80 გ. თაფლი – 300 გ. ფორთოხლის ცედრა -1, ლიმონის ცედრა -1, კაკაო -2 ს.კ. დარიჩინი -1 ჩ.კ. მიხაკი -1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი -1/4 ჩ.კ. შაქრის პუდრი – მოსართავად.
მომზადების წესი: თხილი, ნუში და ნიგოზი მოვხალოთ. ჯამში თხილეული, დაჭრილი ჩირი მოვათავსოთ. შემდეგ შაქარი, კაკაო, ორივე ცედრა, ფქვილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი მოვაყაროთ და ავურიოთ. ბოლოს თაფლი მოვასხათ და კარგად შევურიოთ. საცხობ ფორმაში ქაღალდი ჩავაფინოთ და ცხიმი წავუსვათ. მიღებული მასა ფორმაში ჩავასხათ და ხელით კარგად დავტკეპნოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები