იტალიის უარის შემდეგ, ანიტას მკურნალობაზე თანხმობა ბელარუსმა განაცხადა

ანიტა ბელარუსში გადაჰყავთ, – ინფორმაციას ამის შესახებ გოგონას ბებია თამუნა გლუჯიძე ფეისბუქზე ავრცელებს.
„ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელარუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება“, – წერს ბებია.
შგახსენებთ რომ პატარა დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა რაც გულის ტრანსპლანტაციას ნიშნავს რომლის ოპერაციაც 300 ათასი ევრო ჯდება.
თანხა რომელიც ოპერაციისთვის არის საჭირო შეგროვდა, მაგრამ სხვა პრობლემამ იჩინა თავი, ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა გულის ტრანსპლანტაციაზე, რადგან მათი კანონმდებლობის მიხედვით არ აქვთ უფლება ორგანოს გაცემაზე, თუ პაციენტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ უცხოვრია ერთ წელზე მეტი იმ კონკრეტულ ქვეყანაში ასეთებია: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ინგლისი, ისრაელი, თურქეთი, ბელგია, რუსეთი.

კომენტარები

სხვა სიახლეები