ირინა შეიკმა სოციალურ ქსელებში ლედი გაგას გამოწერა გააუქმა

ოსკარის რიგით 91-ე ცერემონიიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას რომანტიკულად შესრულებული სიმღერა იყო. ბრედლი კუპერის მეუღლის ირინა შეიკის რეაქციას ყველა მოუთმენლად ელოდა, თუმცა შეიკს იმედგაცრუება არ შესტყობია, პირიქით აპლოდისმენტებისას პირველი ადგა ფეხზე.
როგორც “the sun” იუწყება, სუპერმოდელმა ლედი გაგას სოციალურ ქსელებში გამოწერა ოსკარის ცერემონიამდე გააუქმა. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, შეიკი არ ეჭვიანობს მის მეუღლესა და გაგაზე, უბრალოდ, ძალიან დაიღალა რომანტიკული პოსტებისა და ფოტოების ნახვით.

კომენტარები

სხვა სიახლეები