“ინსტაგრამის” რეკორდსმენი კვერცხი რეკლამა აღმოჩნდა (ვიდეო)

“ინსტაგრამზე” კვერცხის ფოტო პირველად 14 იანვარს გამოჩნდა. ფოტოს იდეა მსოფლიო რეკორდის დამყარება და ყველაზე მეტი მოწონების დაგროვება იყო. იდეამ გაამართლა და კვერცხმა წინა რეკორდსმენის, კაილი ჯენერის ფოტოს მნიშვნელოვნად გადაუსწრო.
2 თებერვალს world_record_egg-მა კვერცხის კიდევ ერთი ფოტო დადო, რომელსაც ბზარი თასმით აქვს შეკრული. იმავე საღამოს გამოჩნდა რეკლამა, რომელშიც კვერცხი ჩიოდა, რომ სოციალურ ქსელში ზეწოლის გამო, ბზარები გაუჩნდა.
„თუ თქვენც მძიმედ გრძნობთ თავს, გაესაუბრეთ ვინმეს“, – გვირჩევს რეკლამა, რომელშიც ორგანიზაცია “Mental Health America”-ს ვებგვერდზე გადასასვლელი ლინკი ჩნდება. ორგანიზაცია ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეხმარება.
როგორც გაირკვა, კვერცხის “ინსტაგრამის” ექაუნთის მფლობელი 29 წლის კრის გოდფრიმია, რომელიც ლონდონში სააგენტო The & Partnership-ში მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, რეკორდსმენი კვერცხის ექაუნთზე ყველა მომავალი რეკლამის საცალო ღირებულება 10 მილიონ დოლარზე ნაკლები არ იქნება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები