ინდონეზიაში პითონმა მამაკაცი ჩაყლაპა (ვიდეო)

ინდონეზიაში პითონმა ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ჩაყლაპა. მოგვიანებით მისი ცხედარი 7-მეტრიანი პითონის მუცელში აღმოაჩინეს. რეპტილია აკბარ სალუბიროს თანასოფლელებმა მისი სახლის ეზოში იპოვეს.
როდესაც გველის მუცელი გაჭრეს, 25 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ წინა დღეს იმ ადგილიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მათ ყვირილის ხმა გაიგეს.
სავარაუდოდ, პითონმა თავდაპირველად ინდონეზიელი მამაკაცი გაგუდა და შემდგ ის გადაყლაპა.

კომენტარები

სხვა სიახლეები