ადამიანის შარდი კოკა – კოლაში – ჩრდილოეთ ირლანდიაში სკანდალი მოხდა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ინციდენტს იძიებს, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში მოხდა. აქ “კოკა-კოლის” ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე გაზიან სასმელში ადამიანის შარდი აღმოაჩინეს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც ერთი ქილა, რომელშიც კოკა-კოლის ნაცვლად, შარდი იყო, არ გაყიდულა.
სააგენტო Nation News-ის ინფორმაციით, პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდა. „კოკა-კოლას“ წარმომადგენლები ამ ფაქტს „იზოლირებულ ინციდენტს“ უწოდებენ და გამოძიების ჩატარებას აპირებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები