ინგლისში 18 წლის პედოფილი გოგო გაასამართლეს

სოფი ელმსმა ორი პატარა ბავშვის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 16 ეპიზოდი აღიარა. რის გამოც ის ციხეში 8 წელს გაატარებს.
ინგლისის საგრაფო უილტშირში ახალგაზრდა ქალი არასრუწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს. რეზონანსული საქმის შესახებ ტაბლოიდი Daily Mirror იუწყება.
საბავშვო ბაღის 18 წლის თანამშრომელი ქალაქ სუნდონიდან – სოფი ელმსს 7 წელი და 10 თვე მოუწევს ციხეში ყოფნა. სასამართლო პროცესის დროს მან დანაშაული სრულად აღიარა.
გამოძიებამ სოფი ბრალდებულად 16 ეპიზოდში ცნო. ელმსი 2 და 3 წლის ბავშვებზე წელიწადნახევრის განმავლობაში სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. პირველი დანაშაული მან მაშინ ჩაიდინა, როდესაც 17 წელი შეუსრულდა. როგორც ირკვევა, ის არა მხოლოდ სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა მათზე, არამედ ფოტოებსაც უღებდა და თავის თანამზრახველს უგზავნიდა.
სწორედ ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ მას თანამზრახველი – დევიდ გერინგი ჰყავდა, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გაიცნო. გერინგს 15-წლიანი სასჯელი უკვე აქვს პედოფილიის ბრალდებით.
სოფი ელმსის შემთხვევა იშვიათობაა არა მარტო მისი ასაკის, არამედ სქესის გამოც. ქალები საკმაოდ იშვიათად ხდებიან ისეთი საქმეების ფიგურანტები, სადაც არასრუწლოვნების სექსუალური ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები ვლინდება.
სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ელმსი ყველაზე ახალგაზრდა ქალია ქვეყანაში, რომელიც მსგავს დანაშაულშია ბრალდებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები