ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა რუსული „კარავაის“ დაგემოვნებაზე უარი თქვეს

13 ივნისს ინგლისის ნაკრები რუსეთის ფედერაციაში, ზელენოგორსკის ბაზაზე ჩავიდა. ადმინისტრაციამ მათ რუსულ ტრადიციულ სტილში მიღება გაუმართა. ნაკრების მთავარ მწვრთნელს გარეტ საუგეითს და კაპიტან ჰარი კეინს აჩუქეს სამოვარი და ტრადიციული „კარავაი“. ინგლისელებმა ძღვენი კი მიიღეს, მაგრამ რუსული პური არ გასინჯეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც ჩანს, მათ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, მოწამვლის შეეშინდათ.
ცოტა ხნის წინ კი, გაჩნდა ცნობები, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები რუსეთში საკუთარ პროდუქტებს წაიღებდნენ და ასევე გუნდს საკუთარი მზარეული ეყოლებოდა.
რუსული მედია იმასაც უსვამს ხაზს, რომ 9 ივნისს მოსკოვში ძღვენით შეხვდნენ პორტუგალიის ნაკრებს. ევროპის ჩემპიონებმა, მათ შორის კრიშტიანუ რონალდომ, მასპინძლების მირთმეული საკვები გასინჯეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები