რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის შემდეგ, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უცენზუროდ, ამჯერად, ხაშურის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე სიმონიშვილმა მოიხსენია. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა “ტვ4-ის” მიერ გაზიარებულ პოსტზე სოციალურ ქსელში დაწერა – ,,ინგა გრილოგია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!”
ინგა გრიგოლიას უცენზუროდ მოხსენიების მიზეზი გადაცემა “რეაქციაში” მიწვეულ შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ინტერვიუ გახდა.
ცნობისთვის, პირველად ინგა გრიგოლია უცენზუროდ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა მოიხსენია – “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, – დაწერა სოცქსელში თავმჯდომარემ. მოგვიანებით, ონიანმა მსგავსი განცხადებისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, “ფეისბუქპოსტი” უბრალო, მეგობრული ხუმრობა იყო, მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ბოდიში თავისი გუნდისა და საზოგადოების წინაშე მოიხადოს.