ინგა გრიგოლია: არავინ აღარ ვიცით, როგორი გათენდება ხვალინდელი დღე – საგიჟეთია სამყარო

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე მოვლენებზე ლაპრაკობს. “იმდენი ცუდი ამბავი მოხდა ბოლო დროს ჩვენ გარშემო, სამყაროშიც, სანაცნობოშიც, დიდსა თუ პატარა თაობაში, სრულიად აზრი დაკარგა ყოველდღიურ პრობლემებზე ნერვიულობამ და სისულელედ გამოიყურება უკვე დღეს ამბები, რომელსაც სულ ტყუილად ვახლით ნერვს, გულს, ენერგიას… რაა ყოფითი პრობლემები, როცა ერთ დღეში, ერთ წამში იცვლება ყველაფერი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამაოდ ვხარჯავთ ჩვენს ადამიანურ და სულიერ რესურსს ყოველდღიურობაში.

მეგობარს შვილი გარდაეცვალა ორიოდე თვის წინ, ვკითხულობ, სიტყვებით რომ ცდილობს ხოლმე გადმოსცეს საკუთარი დარდი აქ, ფბ-ზე და ვერაფრით ვანუგეშებ… ნაცნობს შვილი მოუკვდა ორი დღის წინ და ვერც წარმომიდგენია, რა სიტყვა უნდა მოვძებნო, თანაგრძნობა რომ გამოვხატო…

ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებს (დარსოს და რუსოს) დიდი ტკივილი დაატყდათ თავს და ყველა სიტყვა ზედმეტი მგონია, რომლითაც შეიძლება თანავუგრძნო, ტერაქტები, გადატრიალებები და ათასი საშინელება ხდება ჩვენ გარშემო და ასეთ დროს, ერთადერთი, რისიც საბოლოოდ ვირწმუნე, მხოლოდ სიყვარულია, რომელიც უნდა გავცეთ ყოველ წამს, რადგან არავინ აღარ ვიცით, როგორი გათენდება ხვალინდელი დღე… საგიჟეთია სამყარო”,- წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები