ინგა გრიგოლიას მწვავე პასუხი ნარმანიას მოადგილეს – სჯობს, საკუთარი უწყება აკონტროლოს!

“იმედია, ეს სეზონის კი არა, ბოლო რეაქცია იქნება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე ჟურნალისტ ინა გრიგოლიას საავტორო “რეაქციის” გუშინდელ გადაცემას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ირაკლი ლექვინაძის სტატუსი არც ჟურნალისტმა დატოვა უპასუხოდ და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიცე-მერს საკუთარი უწყების კონტროლი ურჩია.
“ეს ჩვენი დედაქალაქის ვიცე-მერის სტატუსია )))))))) თურმე ოცნებობს რომ ,,რეაქცია,, დაიხუროს…..ასეთი ღიად ოცნებებობდეს ჩინოვნიკი,რომ გადაცემა დაიხუროს,პირველად ვნახე…..ხო,მართლა….ჩემი გადაცემის დახურვაზე ოცნებას საკუთარ მერიაში რაც ხდება,იქნებ ის აკონტროლოს ვიცემ..Bela Zakaidze—შენს ხვალინდელ რეპორტაჟს ვიცეს ამ სტატუსის მერე კიდევ უფრო ველოდები)))))))))) “, – წერს ინგა გრიგოლია.
“რეაქციის” გუშინელი გადაცემა საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.

11756503_1424540157876370_643636992_n

კომენტარები

სხვა სიახლეები