იმავე მოდელის მეორადი ქურთუკი, რაც მელანია ტრამპს ეცვა, 1000 დოლარად იყიდება

იმავე მოდელის მეორადი ქურთუკების ფასები, რომელთაგან ერთ-ერთი, მელანია ტრამპს, უკანონო მიგრანტთა ბავშვების მონახულების დროს ეცვა, ინტერნეტ-აუქციონებზე ათმაგად გაძვირდა. ამის შესახებ „Washington Post“ წერს.
ამერიკის პირველმა ლედიმ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც წინა კვირას ტეხასში მდებარე ცენტრებს ეწვია, სადაც მიგრანტების განცალკევებული ოჯახებიდან ბავშვები არიან განთავსებულნი. მას „Zara“-ს ფირმის ხაკისფერი გრძელი ქურთუკი ეცვა, რომელზეც ზურგზე ჰქონდა წარწერა “I really don’t care. Do U?” ( ჩემთვის ნამდვილად სულერთია. თქვენთვის?) მელანია ტრამპის წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა, რომ ეს უბრალოდ „ქურთუკია“ და მისი პრინტი არანაირი ორაზროვნების მატარებელი არ არის.
Zara-ს ქსელში ეს ქურთუკები უკვე გაყიდულია 39 დოლარად, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი ნაყიდი აქვთ, კარგი შემოსავლის მიღება შეუძლიათ. EBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე რამდენიმე ასეთი ქურთუკის ფასი 1000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო მათ დახასიათებაში აღნიშნულია, რომ ისინი ორი წლის წინ არის ნაყიდი. ამ კვირაში ერთი ასეთი ქურთუკი 500 დოლარად გაიყიდა. ამას გარდა, ონლაინ-მაღაზიებმა მსგავსი წარწერებით ჭიქების და მაისურების გაყიდვა დაიწყეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები