ია ფარულავა – ვინმე კარგი კაციც დაამშვენებდა მაიკოს…

ია ფარულავა – ვინმე კარგი კაციც დაამშვენებდა მაიკოს…

ია ფარულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა პლიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ია ფარულავა: “დაპირებული სტატიის დასაწყისი აგვისტოს ხვატში დავსხედით მე და ბატონი ინკოგნიტო და აი ასე, აურჩევლად, განსახილველად მივადექით 2015 წლის ერთ–ერთ გადაცემას – მაია ასათიანის „პროფილს“ და „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად“. მოგეხენებათ, ეს ორი გადაცემა ამ ბოლო დროს დიდ „რეიტინგულ ომშია“ გახვეული. ისე კი, რაც ვერაფერი დააკლო “პროფილს” მეგაპროექტმა „ცეკვავან ვარსკვლავები“, ჯაჯანიძემ დედა უტირა. იმასაც ამბობდნენ მავანნი და მავანნი, რომ ეს დროებითია და რომ მაიას სუპერპროფესიონალიზმი და უდიდესი ჟურნალისტური სკოლა თავისას იზამს და „პროფილი“ ისევ ლიდერი იქნებაო. მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მაიკო გადაიღალა. ერთხელ გულიც კი წასვლია “რუსთავი 2”–ს ბუფეტში. გამოსახულებაზეც ეტყობოდა, რომ დალასლასებს და ჩვეული ღიმილის ნიღბის უკან, მაგარი გადაღლილი და დასუსტებული ქალი იმალება.
ვინმე კარგი კაციც დაამშვენებდა მაიკოს. რატომაც არა??? კი დაამშვენებდა, მაგრამ ნეტა სადღა არიან პრინცები და რაინდები ამ ქალაქში, ისეთები, რომლებიც გაუძლებენ მაიას დიდების შარავანდედს (შონ პენმა ხომ ვერ გაუძლო მადონასას). თუმცა ეს სულ სხვა თემააა…. მაგრამ მავანნი იმასაც ამბობენ, რომ აი, გია ჯაჯანიძეს რომ უკეთია კისერზე რაღაც ბროში, ჰენდ მაიდი ბაზრობის ბრჭყვიალა თვლებით დამზადებული ბროში-მანდალა, ყოფილა რაღაცა ჯადო ზუსტად არ ვიცი სოლომონის ბეჭედია თუ აგრიპას მიხედვით დამზადებული ბნელი ძალა თუ ვინმე სილვას დამზადებული კონიაკის დასახლებაში ), ერთი კი ვიცი, რომ ეს ფეშენატრიბუტი თურმე ორ რამეს ემსახურება, ერთი რომ მაია ასათიანი მიასუსტოს ( ა–ბატონო, ქალს გულიც წასვლია) და მეორე იმასაც, რომ მაყურებელი მონუსხოს (ადრე რომ ამბობდნენ – “კაშპიროვსკი ჩაუატაროს”), ჰოდა ეს რომ ვიცოდი, ჯაჯანიძეს შოუს ცალი თვალით ვუყურებდი, თან ჩემი შავი კატა გვერდიდან არ მოვიშორე, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თავის დასაცავად. ვუყურეთ გულდასმით, მე ფანქრითა და ფურცლით ხელში, ბატონ ინკოგნიტოს კი ეს არ დასჭირვებია. კიდევაც ვფიქრობდი, ნეტა ამდენი განსახილველი ნაგავი როგორ უნდა დაიმახსოვროს–მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მას ჩემზე უკეთესი მეხსიერება აღმოაჩნდა (სტარაია შკოლა). და ჩვენ საქმეს შევუდექით..”

კომენტარები

სხვა სიახლეები