ია დანელია – ხატია დეკანოიძეზე: კდემამოსილი დედა შვილს სახლში წამლის კეთებას როგორ ასწავლიდა? არადა, 2-ჯერ გადაუხადა საპროცესო გარიგების ფული

ჟურნალისტი, ია დანელია სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ხალხს ქუჩაში ბავშვების გაშვების ეშინია.

“ხატია დეკანოიძეს ვუყურებ ,,პალიტრაზე,” უბნობს: სკვერებსა და პარკებში ძალიან ბევრს დავდივართ და ადამიანები გვეუბნებიან, რომ შვილების გაშვება ეშინიათ ქუჩაში. მეც დედა ვარ და ვიცი, რა საშიშია ბავშვის ქუჩაში გაშვება!

ეტყობა, მისი შვილი ქუჩაში რომ გავიდა, სწორედ იმ სადარბაზოში შეათრიეს, წამალს რომ უკეთებდნენ, თორემ პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი და კდემამოსილი დედა შვილს სახლში წამლის კეთებას როგორ ასწავლიდა?

არადა, 2-ჯერ გადაუხადა საპროცესო გარიგების ფული”, – წერს ია დანელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები