იაპონიაში ქართული კერძი “შქმერული” 1000-მდე კვების ობიექტში გაიყიდება

იაპონიაში სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში  ქართული კერძი შქმერული გაიყიდება.
ინფორმაციას ამის შესახებ   იაპონიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

“დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება ქართული კერძი, შქმერული. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია.” – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები