თუ ხართ რასისტი, სექსისტი ან ჰომოფობი, ნუ შემოხვალთ აქ – წარწერა თბილისის მაღაზიაზე

თუ ხართ რასისტი, სექსისტი, ჰომოფობი ან ნაძირალა, აქ ნუ შემოხვალთ, – ასეთი წარწერა დაგხვდებათ თბილისში, ბარნოვის 45 ნომერში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაზე.
ანალოგიური წარწერა წინა წელს ბათუმის სანაპიროზეც გაჩნდა, სადაც ადამიანებს, რომლებსაც სხვა ადამიანი რასის, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სძულთ, მოუწოდეს, არ შესულიყვნენ სანაპიროზე.

მსგავს მიდგომას იყენებს “გირჩი” “ბიბლიურ თავისუფლებაში” გაწევრიანების მსურველებისთვის. რელიგიური გაერთიანების წევრი ვერ გახდებით, თუ ხართ რასისტი, სექსისტი, ფაშისტი ან ჰომოფობი.

წარწერა სათავეს საქართველოდან არ იღებს. მას ძალიან დიდი ისტორია აქვს და უკვე წლებია ამ ხერხით სხვადასხვა ქვეყანაში სექსიზმს, რასიზმს და ჰომოფობიას ებრძვიან.

ერთ-ერთი ვერსიით, პირველად მსგავსი წარწერა ლეგენდარულმა მუსიკოსმა კურტ კობეინმა “ნირვანას” ალბომისთვის გამოიყენა და სწორედ ამის შემდეგ გადაინაცვლა წარწერამ სხვადასხვა მაღაზიის და სახლების ვიტრინებზე.
“ნუ იყიდით ამ CD დისკს. არ მაინტერესებს თუ მოგწონვართ, მე თქვენ მძულხართ”, – დაწერა კურტ კობეინმა რასისტების, სექსისტების და ჰომოფობების მისამართით.

 წყარო:http://ghn.ge/com

კომენტარები

სხვა სიახლეები