თუ მთაწმინდაზე გადაეწერებით, ჰერმან საბო გაკოცებთ – “გირჩის” ახალი კამპანია

“მთაწმინდელობა კოცნით გადადის”, – “გირჩის” ახალი აქციის ფარგლებში, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი – ჰერმან საბო აკოცებს ყველას, ვინც შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდაზე გადაეწერება და ვისაც კოცნის სურვილი აქვს.

“გამოდის, რომ “გირჩი” არა მარტო პარტია, არამედ კომუნაცაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ახლოს უნდა იცნობდნენ. ამასთანავე, “გირჩი” მორიდებული ხალხის პარტიაა, ამიტომ, ყინულის გასატეხად გადავწყვიტეთ კოცნის აქციის გაკეთება. ამით ერთმანეთს უფრო მეტად ვუახლოვდებით. გვგონია, რომ კოცნით უფრო გადამდებია “გირჩელობა”, – თქვა საბომ.

კომენტარები

სხვა სიახლეები