თუ გინდათ ჭკვიანი ცოლი გერქვათ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს 7 რამ ცხოვრებაში

1. გააჟღერე მოლოდინი. შენი საყვარელი მამაკაცი თავად ვერ ხვდება, რას ელი მისგან; ისევე, როგორც ის ყოველთვის ვერ მიხვდება, რა გეწყინა ან რაზე გაბრაზდი. ამიტომაც უთხარი ეს ყველაფერი მოკრძალებულად.
2. ნუ დააძალებ, უყვარდეს ყველა შენი დაქალი. თუ შენს რჩეულს არ სურს თქვენთან ერთად სამზარეულოში ჩაის დალევა – ეს ტრაგედია სულაც არ არის. ხანდახან ხომ მხოლოდ დაქალების გარემოცვაში დროის გატარებაც სასიამოვნოა.
3. ეცადე, ხშირად ჩაეხუტო, მოეფერო მას. ხანდახან ერთი ჩახუტება უფრო ბევრის მთქმელია, ვიდრე სიტყვები. მით უმეტეს, რომ ჩახუტება არა მარტო გაახლოვებთ, არამედ სულიერი სიმშვიდის შეგრძნებას გჩუქნით და კიდევ ერთხელ გარწმუნებთ იმაში, რომ მას უყვარხართ და ესმის თქვენი.
4. არასოდეს დაიწყოთ “საქმის გარჩევა” ძილის წინ. პირველ რიგში, რაც უნდა სასიამოვნო დღე ყოფილიყო, ის მაინც ამ კამათით დაგამახსოვრებთ თავს. მეორეც – ხომ იცი, დილა საღამოზე ბრძენია და რაც საღამოს საშინელებად და გადაულახავ პრობლემად გეჩვენებოდა, დილით, შესაძლოა, საერთოდ არ მოგეჩვენოს სანერვიულოდ.
5. არ გაუხსენო წარსული. ყველას აქვს ურთიერთობაში პრობლემები. თუ შენი საყვარელი ადამიანი ადრე შეცდა, შენ კი მას აპატიე… ნუღარ გაუხსენებ ამას და ნუ წამოაძახებ, რა ცუდად მოგექცა, შენ კი მაინც აპატიე.
6. ერთად დროის გატარება. ყოველთვის გამონახე დრო საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რით დაკავდებით – სექსით თუ ყვავილების გადარგვით, მთავარია, რომ ამ ყველაფერს ერთად გააკეთებთ.
7. არ დამალო შენი მადლიერება. შეგისრულა თხოვნა? გულწრფელად გადაუხადე მადლობა და სხვა დროს შენი საყვარელი მამაკაცი კიდევ მეტს გაგიკეთებს. ხშირად უთხარი მას “მადლობა” და ეს გულით და სულით გააკეთე.

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები