2 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს მიხედვით

მართალია, ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ წყვილი ზოდიაქოს მიხედვით ვერ ეწყობა ერთმანეთს, მაგრამ იდეალური ოჯახი აქვთ. თუმცა ამ აზრს ბრმად არ ენდოთ, როდემდე გაგრძელდება მათი იდილია, არავინ არ იცის. გაგაცნობთ ზოდიაქოს მიხედით ყველაზე შეუფერებელ წყვილს, რომლებიც ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა ერიდონ:
1. მერწყული – თევზები მერწყულები გიჟდებიან ექსპერიმენტებზე, ასეა სიყვარულშიც. მათ მუდმივად იზიდავთ სიახლეები და უნდათ, რომ საყვარელმა ადამიანმა ხშირად მოუწყოთ სიურპრიზი, განაახლოს სიყვარული, მაგრამ იმედგაცრუებულები რჩებიან, თუ ბედს თევზებს უკავშირებენ. თევზები ბუნებით რომანტიკოსები არიან, მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა, რის საშუალებასაც, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს. ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში დაშლა ემუქრება.
2. ვერძი – კურო ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ჯიუტი, პრინციპული და ლიდერული ხასიათით გამოირჩევიან, გიჟდებიან იდუმალებით მოცულ და ძნელად მოსაპოვებელ პარტნიორზე, რომელთანაც კამათი ხშირად ვნებიანი სექსით მთავრდება, რაც საშინლად აღიზიანებს კუროს. მათთვის დრო და კომფორტული გარემო პირველ ადგილზეა და ამიტომ ამ წყვილს მთლი ცხოვრება დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და დროს მუდმივად ჩხუბში გაატარებენ. ეს წყვილი ხშირად ღალატობს ერთმანეთს და ამ კუთხით პირველ ნაბიჯს ყოველთვის ვერძი დგამს.
წყარო: http://galanews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები