“თოვლის ბალიშებით დაფარული” ბახმაროს ულამაზესი ფოტოები გერმანულ საიტზე გამოქვეყნდა

მოთხილამურეთა გერმანულენოვანი ფეისბუქ-გვერდი WhiteHearts ბახმაროს ზამთრის ფოტოებს აქვეყნებს.
“გასული წლების მანძილზე ჩვენ მოთხილამურეების, თოვლიანი ხედების და ზამთრის უამრავი ფოტო გამოვაქვეყნეთ. მაგრამ ბახმაროში გატარებული უჩვეულო მოგზაურობის დროს, სრულიად ახლებური ზამთრის ფოტო აღმოვაჩინეთ: თოვლის ბალიშებით დაფარული სახლები.
გაათვალიერეთ ეს თვალისმომჭრელი “დაპუდრული” გალერეა. ძალიან მალე ბახმაროში გადაღებულ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ და გპირდებით, თქვენ გაოცებული დარჩებით”, – წერს გერმანული გვერდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები