თინეიჯერი მშობლებს პორნოგრაფიის კოლექციის განადგურების გამო უჩივის

აშშ-ში ინდიანას შტატის მკვიდრი მშობლებს პორნოფილმების ძვირადღირებული კოლექციის დაზიანების გამო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ fox17online-ი წერს.
ამერიკელმა თინეიჯერმა პირად ნივთებში აღმოაჩინა, რომ „პორნოგრაფიის უდიდესი კოლექცია“ განადგურებულია.
ახალგაზრდა მშობლების წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა და განადგურებული კოლექცია 28,9 ათას დოლარად შეაფასა, თუმცა, პროკურატურამ საქმის აღძვრაზე უარი განუცხადა. ამერიკელი საქმის განმეორებით განხილვასა და ფულადი კომპენსაციის სახით უკვე 86,8 ათას დოლარს ითხოვს.
მოგვიანებით, მშობლებმა აღიარეს, რომ პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებით სავსე 12 ყუთი და სექსსათამაშოებით სავსე 2 ყუთი გაანადგურეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები