თინა ხიდაშელი დავით უსუფაშვილს საჯაროდ სიყვარულს უხსნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მეუღლე თინა ხიდაშელი დაბადების დღეს ულოცავს და საჯაროდ სიყვარულს უხსნის: “გილოცავთ დადო მამას დაბადების დღეს. არც მამა გყავთ სახლში, არც დედა მაგრამ იცოდეთ რომ სამყაროში ყველაზე მაგარი მამა გყავთ და მე კიდევ ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ. დათო გილოცავ აი ასე საჯაროდ, და სიყვარულს გიხსნი სახალხოდ. 20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ, პირველ დღეს რომ გამოვუტყდი საკუთარ თავს. ვიცი გაბრაზდები ამას რომ ნახავ, მაგრამ მაინც დავაჭერ ეხლა ამ ღილაკს ხელს და ვირტუალური სამყაროს კუთვნილებად ვაქცევ ამ პატარა გზავნილს.”

კომენტარები

სხვა სიახლეები