თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მსახიობი ქართულ სამსახიობო სივრცეში თავისუფალია და „ბოიფრენდთან“ ხუთწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, დღეს თავს მარტო ძალიან კომფორტულად გრძნობს.

„გიორგი სამხარაძეს დავშორდი. ახლო მეგობრები ვართ. ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადავედით. ახლა შეყვარებული არ მყავს, რადგან 25 წლის ასაკში ბევრად უფრო საინტერესო რაღაცეებით ვარ დაკავებული. შეყვარებული, როგორც ასეთი, ძალიან მეზარება და მარტო თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენი ურთიერთობები ნამდვილად არ შეეწირა ჩემს თამამ ინტერვიუებს. ეს გასარჩევად ძალიან მდარე საკითხია, გიორგისთვის ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიული თემა იყო. უბრალოდ, ცხოვრებაში ორივეს მეტი თავგადასავალი მოგვინდა. არც მესამე ადამიანი ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში. მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი კონკრეტულ შემთხვევაში. არავისთან ერთად ცხოვრება არ მინდა – იქნება ეს დედა, ძმა თუ „ბოიფრენდი“. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მარტო ცხოვრების პირობებში“, – განუცხადა თინა მახარაძემ „რეიტინგს“.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები