თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი ასირიელ გოგონაზე დაქორწინდა ( ფოტოკოლაჟი)

ბექა ხოფერია რამდენიმე დღის წინ შეყვარებულ ინა ოსიპოვასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დედამისი ხათუნა ხოფერია სარძლოთი გაცნობისთანავე მოიხიბლა და მომავალ სარძლოს ბრილიანტის ძვირადღირებილი ბეჭედიც უსახსოვრა, თუმცა ბევრი ამ ინფრომაციას არ იჯერებდა და ამბობდნენ, რომ ბექასთვის ინა მორიგი გატაცებაა და საბოლოოდ ის აუცილებლად შეურიგდებოდა თიკა ჯამბურიას, რომელთანაც მას საერთო შვილი – ნინა ჰყავს.

თუმცა თავად ბექა ჰყვებოდა, რომ დარწმუნებული იყო, ინასთან მთელ ცხოვრებას გაატარებდა. ამბობს, რომ მათ იმდენად უყვართ ერთმანეთი, რომ ერთდროულად ერთსა და იმავე მესიჯს წერენ ერთმანეთს.

წყვილმა საქართველოში 31 მაისს იქორწინა. ქორწილის ამსახველი ფოტოები ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა.

წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები