თბილისში ძაღლი შუაში გადაჭრეს და დაანაწევრეს (ფოტო +18)

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეო გუზიტაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სურათებს აქვეყნებს, სადაც შუაში გადაჭრილი და დანაწევრებული ძაღლი გდია. როგორც ის წერს, ეს ამბავი ლოტკინზე მოხდა. ამ ლეკვს, დედამისს და მის დას, ის და მისი დაქალი უვლიდნენ.
“ბოდიშის მოხდის თავიც არ მაქვს ახლა და არ მაინტერესებს რას იტყვით ამ ფოტოებზე … სასწრაფოდ მინდა საჭირო ინფორმაცია, ამ დროს ვის რა უნდა ვუთხრათ და მოვთხოვოთ? შოკში ვარ, ამასაც ძლივს ვწერ… სულ არ მაინტერესებს ვინ ჩაიდინა, ბავშვმა, ქალმა თუ კაცმა… ეს უნდა დასრულდეს და დაისაჯონ.  ეს ამბავი მოხდა ლოტკინზე და ამ ლეკვს დედამისთან და თავის დასთან ერთად, მე და ჩემი დაქალი ვუვლიდით და ვპატრონობდით”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები