თბილისში ორ ახალგაზრდას ეძებენ-“ბარიდან ჩანთების გარეშე გავიდნენ და მას შემდეგ არ ჩანან”

თბილისში ორ ახალგაზრდას გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს  ეძებენ.
ისინი “ბაუჰაუსის“თანამშრომლები არიან.

“გთხოვთ გაავრცელოთ !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ”-წერია ბარის ფეიქბუქგვერდზე.

ამავე პოსტის კომენტარებიდან ირკვევა რომ ისინი ბარიდან დილის ხუთ საათზე ჩანთების გარეშ გავიდნენ და იუსტიციის სახლის მიმართულებით წავიდნენ, ვერცხლის ქუჩაზე ფიქსირდება ბოლო ლოკაცია  მას შემდეგ არ ჩანან.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები