თბილისის მერი მამა-შვილს სახლს უყიდის, გიორგი კეკელიძე კი ბავშვს სტიპენდიას დაუნიშნავს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელიც აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟის დროს არის გადაღებული, სოციალურ ქსელში საზოგადოების დიდი ნაწილის აღელვება მოჰყვა. ფოტოს სრულიად სოცქსელი აზიარებდა მცდარი ინფორმაციით, თითქოს, მათ სახლი დაუნგრიეს. როგორც გაირკვა, მამა-შვილი იმ კონკრეტულ მისმართზე სხვა მიზნით იმყოფებოდა. მშენებარე ობიექტებიდან კი მათი საკუთრება არცერთი იყო. როგორც გაირკვა, მამა-შვილი იქ შემთხვევიდ მოხდა, თბილისის მერმა კი გადაწყვიტა, რომ თავის ხარჯებითა და ოჯახის სახელით მათ სახლი შეუძინოს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ კი გადაწყვიტა, ბიჭს სტიპენდია დაუნიშნოს – “ასე გადავწყვიტეთ: ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი ,,აფრიკული” ოჯახებიდან, ჩვენი ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მთელი წელი სასკოლო ინვენტარით მოვამარაგებთ”.

#გურულიდღიურებისფონდი

კომენტარები

სხვა სიახლეები