თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი – ზებრა შეემატა. ამის შესახებ ზოოპარკის ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” წერს.
„ცხვა, ცხვა, ცხვა და ზოოპარკის კარგი ამბების საცხობში კიდევ ერთი ტკბილი სიახლე გამოცხვა. ამჯერად – ზებრა. დასდევს დედას, დედა კი, ძაან რომ არ ცხელოდეს, ვიტყოდით, ცივ ნიავს არ აკარებსო, მაგრამ სადაა, აბა, ცივი ნიავი? მოკლედ, დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან, რომელიც მამობრივი მზრუნველობით არ გამოირჩევა. იმიტომ კი არა, რომ უგვანი მამა გამოდგა, უბრალოდ, მამრი ზებრები, ზოგადად, უგვანი მამები არიან და დიდად არ ანაღვლებთ შვილების ბედი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები