თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარებს პასუხობს და ფოტოებს აქვეყნებს

თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებს გამოეხმაურა:
“„ფეისბუქურ“ დისკუსიებში ხანდახან მოგვაძახებენ ხოლმე, თქვენ სპეციალურად დებთ ლამაზ ფოტოებს, რომ დაგვარწმუნოთ, ვითომ, ჯანმრთელი და მოვლილი ცხოველები გყავთ და კარგი გარემო აქვთ შექმნილიო.
დიახ. რატომაც არა. სპეციალურად ვდებთ ლამაზ ფოტოებს, რათა დაგარწმუნოთ, რომ ჯანმრთელი და მოვლილი ცხოველები გვყავს და კარგი გარემო აქვთ შექმნილი.
ამინდსაც შესაბამისად ვარჩევთ-ხოლმე. თოვლში ეფექტური ფოტოები გამოდის. არა, მარტო თოვლში რატომ, გაზაფხულიც მშვენიერი სანახავია, რომ იფურჩქნება ნელ-ნელა ყველაფერი. ზაფხულშიც კარგი კადრები „იღება“. მწვანე და ხასხასა. შემოდგომამ რა დააშავა? შემოდგომის ფოტოებიც საოცრად ფერწერულია.
და, რაც მთავარია, სურათების გმირები, ჩვენი ცხოველები, ყოველ სეზონზე გადასარევად გამოიყურებიან.”

კომენტარები

სხვა სიახლეები