“თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც” – გიორგი კეკელიძე ონლაინსწავლებაზე

ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მანამდე, პროცესი კვლავ ონლაინ მიმდინარეობს, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება:

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან – არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე – დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე.

თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი.

აბსურდია, ანაც თავის მოტყუება იმის მტკიცება, თითქოს, ციფრული ეპოქა ისედაც იძლეოდა ამგვარი მოდელის იმპულსს – ბარემ ათი წელია, რაც, მეტნაკლებად, გამართული ონლაინპლატფორმები არსებობს და არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება.

იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს. თქვენი მოსწავლეებმონატრებული მასწავლებელი“, – წერს კეკელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები